logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩვენ ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორც ერთ-ერთი უკრაინელი დეპუტატი გონჩარენკო მოგვიწოდებს
- +

26 თებერვალი. 2022. 18:23

 

 

„ჩვენ ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორც ერთ-ერთი უკრაინელი დეპუტატი გონჩარენკო მოგვიწოდებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით აღნიშნულ დეპუტატზე უკრაინაში სერიოზული ეჭვები და ინფორმაცია არსებობს.

 

„ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც ერთ მოუზომავ ნაბიჯს შეიძლება, ღია აგრესია მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორც ერთ-ერთი უკრაინელი დეპუტატი გონჩარენკო მოგვიწოდებს, რომ ახლა ტანკები დაიძრან ცხინვალისა და სოხუმისკენ. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან სერიოზული ეჭვები და ინფორმაცია არსებობს თვითონ უკრაინაში. ეს ადამიანი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner