logo_geo
eng_logo
ირაკლი ბექაური რუსეთისთვის სანქციებზე: სრულიად ვეთანხმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა
- +

26 თებერვალი. 2022. 20:39

 

 

რუსეთისთვის სანქციებთან დაკავშირებით სრულიად ვეთანხმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, - ამის შესახებ „ბოლერო და კომპანის“ გენერალურმა დირექტორმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი ბექაურის თქმით, პრემიერის მოვალეობაა, თითოეული მოქალაქის ინტერესი გაითვალისწინოს. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთების შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა ძლიერ დაზარალდება. ბექაურმა კონკრეტულად ისაუბრა, თუ რა ზიანი შეიძლება მიიღოს საქართველომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

„შესაძლოა გატარდეს უვადო სანქციები. დაიკეტოს ბაზარი მრავალი სახეობის ქართული პროდუქციისთვის, ეს არ იქნება მხოლოდ ღვინო. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ზოგადად, სოფლის მეურნეობა ძალიან არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკამ ახლო პერსპექტივაში მძიმე და აუნაზღაურებელი ზიანი მიიღოს. ის, რომ დივერსიფიცირება საჭიროა, ამაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. ზოგიერთმა კოლეგამ დივერსიფიცირების მაღალ ხარისხს მიაღწიეს, ზოგიერთმა - ვერა.

რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ დარგი განადგურდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი ახლო პერსპექტივაში. რაც მიღწეულია, ის თუ ჩამოვშალეთ და ჩამოვანგრიეთ, არა მგონია, სანქციებზე მიერთება სწორი იყოს. მით უმეტეს, საქართველო, თავისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, დიდ ზარალს რუსეთს ვერ მიაყენებს. მაპატიეთ და თავს ჩავიგდებთ სასაცილო მდგომარეობაში“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner