პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კი ამის შემდეგ გადაუდებლად უნდა დაიწყოს. მას ასევე უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის სახსრებზე აღდგენისთვის,“- განაცხადა დუდამ.