ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს გლდანში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლა, ანსამბლ „ხერთვისის" ხელმძღვანელი ვანო წიკლაურია. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლ „გორდელას" წევრი თამარ ალადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვანო წიკლაური, ანსამბლ ხერთვისის ხელმძღვანელი ... დღეს სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს", - წერს ალადაშვილი.