მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ, თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.