logo_geo
eng_logo
გაერო: უკრაინა 150 000-ზე მეტმა დევნილმა დატოვა
- +

26 თებერვალი. 2022. 23:23

 

 

საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინა 150-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილების ნახევარი პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი მოლდოვაში, რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

როგორც გრანდი აცხადებს, ბევრი ადამიანი უკრაინაში საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, თუმცა მათი რაოდენობის დადგენა რთულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner