logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი გონჩარენკოს განცხადებაზე: სამი ომი გამოვიარეთ და ჩვენი საზოგადოება კარგად ცნობს ვინ ვინ არის და პროვოკაცია საიდან მოდის
- +

26 თებერვალი. 2022. 23:48

 

 

მიხეილ ყაველაშვილი უკრაინელი დეპუტატის განცხადებას ეხმიანება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ გონჩარენკოს მოწოდება პირდაპირ გზავნილია, რომ ჩვენს ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყოს

„დღეს არ არის იმის დრო, რომ ამ ადამიანთან პოლემიკაში შევიდეთ და მკაცრი განცხადებებით ვუპასუხოთ, რადგან მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. მისი მოწოდება პირდაპირ გზავნილია იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყოს. სამი ომი გამოვიარეთ და ჩვენი საზოგადოება კარგად ცნობს ვინ ვინ არის და პროვოკაცია საიდან მოდის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner