logo_geo
eng_logo
არჩილ ცინცაძე: უკრაინელი ხალხისა და სამხედროების თავდაცვაში გადასვლის ფენომენმა გაამართლა - მათ ნამდვილად პატრიოტული ომი გააჩაღეს
- +

26 თებერვალი. 2022. 23:51

 

 

სტრატეგიამ, რომელიც პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული, არ გაამართლა. როგორც ჩანს, მართლა დარწმუნებული იყო, ატყუებდნენ ან თავის ავადმყოფ გონებაში წარმოდგენა აქვს, რომ უკრაინელები დაყრიდნენ ფარ-ხმალს პირველივე რუსი ჯარისკაცის დანახვაზე, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა და 2014-2019 წლებში უკრაინის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, არჩილ ცინცაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ასე არ მოხდა, რადგან უკრაინელები სულ სხვანაირად არიან განწყობილები.

„რუსეთის მხრიდან იყო ბლიცკრიგის სურვილი, უნდოდათ ჩრდილოეთიდან შემოსვლა. სურდათ დიდი ბრძოლების გვერდის ავლით, შემოეყვანათ დივერსიული ჯგუფები, გაენადგურებინათ მთავრობის წარმომადგენლები და აეძულებინათ ხელისუფლება, რომ წასულიყვნენ რაღაც მოლაპარაკებაზე. ასე არ მოხდა“, - განაცხადა არჩილ ცინცაძემ.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხისა და სამხედროების თავდაცვაში გადასვლის ფენომენმა გაამართლა.

„მათ ნამდვილად პატრიოტული ომი გააჩაღეს. ისინი სამამულო ომს უწოდებენ რუსეთთან ომს“, - განაცხადა ცინცაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner