logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი გონჩარენკოს განცხადებაზე: ეს არის პროვოკაციები, რომ საქართველოზე გადმოვიდეს ომის ხაზი და 2008 წელი განმეორდეს
- +

27 თებერვალი. 2022. 01:01

 

 

საქართველოს საელჩო არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან საელჩოთაგან, რომლის ყველა წევრი, ოჯახებით უკრაინაში არიან და გვერდით უდგანან როგორც უკრაინის, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკო განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციები, რომ საქართველოზე გადმოვიდეს ომის ხაზი და საქართველოში 2008 წელი განმეორდეს. გონჩარენკოს და მამამის მიხეილ სააკაშვილი დაჭერით ემუქრებოდა, როგორც ანტიუკრაინულ და ყველაზე კორუმპირებულ მოხელეებს. ეს არის ადამიანი, რომელზეც მისი კოლეგები ამბობენ, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებთან ღიად თანამშრომლობს. დღეს სწორედ ასეთი პროვოკატორები ცდილობენ, რომ საქართველო მორიგ პროვოკაციაში ჩაითრიონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner