logo_geo
eng_logo
კონსტანტინე ზარნაძე: ღია და ნათელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, ამ რთულ ჟამს
- +

27 თებერვალი. 2022. 01:28

 

 

 

„ღია და ნათელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, ამ რთულ ჟამს. ჩვენი სახელმწიფოს რესურსები მწირია, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ახლა რადიკალური ნაბიჯების დრო არაა, ახლა დროა სიტუაციის ცივი გონებით განსჯის და პრაგმატიზმის“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.

 

“მოდით ცივი გონებით განვსაჯოთ მიმდინარე მოვლენები, ყურადღებით წაიკითხეთ და მაქსიმალურად გავავრცელოთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო გადაწყვეტილებით, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნება დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა უკვე გამოიყო. საქართველოს საელჩო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებიც ამ წუთებშიც უკრაინაში რჩებიან და ასრულებენ თავიანთ დიპლომატიურ მისიას. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას სრულად უზრუნველყოფილები არიან ქართული სახელმწიფოსგან სასტუმრო-თავშესაფრებით. ასევე, ღია და ნათელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, ამ რთულ ჟამს. ჩვენი სახელმწიფოს რესურსები მწირია, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ახლა რადიკალური ნაბიჯების დრო არაა, ახლა დროა სიტუაციის ცივი გონებით განსჯის და პრაგმატიზმის! სამყარომ უნდა იმოქმედოს ომის წინააღმდეგ, მშვიდობის სასარგებლოდ! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მოძმე ერების მხარდასაჭერად, თუმცა ქვეყნის ეროვნული ინტერესი უპირველესია!“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner