ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„იცით რატომ არ დაგიდგებით გვერდში და რატომ ხართ ფარისევლები?
აი, 24 საათი ახლა რომ ინაშვილის გინებაში ხართ (ღალატობსო) და ამავე დროს ნატო ჩხეიძის ტელევიზიაში სხედხართ და მისი ფულით თითს გვიქნევთ, აი მაგიტომ!!!
ნატო ჩხეიძე იყო ის პირველი, რომელიც აფინანსებდა პატრიოტთა ალიანსს, რომელიც ჩავიდა რუსებთან და ახლა მისი ფული და მისი ქმედება მისაღებია?
იცით რატომ ხართ მოღალატეები?
მაქარაშვილი არის ის პირველი ახალგაზრდა, რომელმაც პუტინის პარტიის პიარი აიღო თავის თავზე და წლები ფინანსდება გულუას პარტიისგან და ახლა ებრძვის რუსეთს?
იცით რატომ ხართ რუსეთის აგენტურა?
გოგი ხოშტარიას შვილი ელენე, რომელმაც რუსეთის მგიმო დაამთავრა, სერგეი ლავროვის დაწერილ ჰიმნს მღეროდა და ახლა ებრძვის რუსეთს?
იცით რატომ არასოდეს დაგიდგებით გვერდში?
ნინო ბურჯანაძე, რომელმაც გავრილოვს ბოდიში მოუხადა და ახლა არის მისთვის რუსეთი მტერი?
ეს და კიდევ უამრავი რამ, რაც მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ თქვენ ხართ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომელთა მიზანია როგორმე აქ რუსი მკვლელების შემოყვანა და ამით მიიღოთ უდიდესი გავლენები და ფული.
იცით რაში ტყუის ოცნება?
10 წელია თავის მართლებაშია იმის სანაცვლოდ, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი აღედგინათ და საჯაროდ დაესაჯა ყველა ის ,,პატრიოტი", რომლებიც რუსულ ჯაშუშობაში არიან გაზრდილნი და ამის შემდეგ ვერავინ გაბედავდა ხმის ამოღებას.
თქვენი არ ვიცი და მე უკვე ძალიან დავიღალე, ან გაასამართლეთ ეს ნაძირლები ჩემი ქვეყნის ღალატისა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის, ან ყველამ ერთად თავი დაგვანებეთ რა.
დღეს მთელი დღეა ერთ რამეზე მეფიქრება, ვინც კი გენერალი გვყავდა და რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, ყველამ ცხოვრება მოსკოვში როგორ გააგრძელა?
არა ნუ, სანამ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ან ჰქონდა ოკუპანტთან არ აეკრძალებათ საქართველოში აქცია კი არა, დასაქმებაც - კი, არაფერი გვეშველება!!!
რა სკოლა გაქვთ ასეთი გავლილი, რომ ახალგაზრდები ბოლომდე გააგიჟეთ, პუტინ ხუილოს აყვირებთ და თქვენ ამით ხელფასებს იღებთ დუმის დეპუტატებისგან.
არა ნუ, აი ახლა რომ ადამიანი პუტინს დაუჭერს მხარს, იმას რა უნდა ჩემს ქვეყანაში? წადით რა რუსეთში და შეგვეშვით
და ბოლოს: თემური ალასანია რომ იყო ახლა ჩამოსული და ვითომც არაფერი, აი მანდ არის ყველა- ფერი!!!
გიჟივით ვარ რა, ტიპებმა პუტინს მიართვეს ტერიტორიები, ჰესები, გაზი, წყალი, ელ. ენერგია და ახლა ჩვენსკენ იშვერენ ხელს, ამას მოხერხება არ უნდა? კი - უნდა!!!“, - წერს ლატარია.