logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მეგუთნიშვილი: რუსეთის ბაზრის დაკეტვა ჩვენთვის იქნება ეკონომიკის ჩამონგრევა
- +

26 თებერვალი. 2022. 14:43

 

 

რუსეთის ბაზრის დაკეტვით დიდი პრობლემები შეექმნება არა მარტო კომპანიებს, არამედ ადგილობრივ ფერმერებსაც საქართველოში“, - ამის შესახებ კომპანია „მილდიანის“ წარმომადგენელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი აცხადებს.

 

ბიზნესმენი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რა რა ზიანის მომტანი იქნება ქართული მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვა და რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება კომპანიები, რომლებსაც საკუთარი პროდუქცია რუსეთში გააქვთ.

 

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ კომპანიებზეც, რომლებიც გადატვირთვებს ახორციელებდნენ უკრაინაში.

 

„2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც დაიკეტა რუსეთის ბაზარი, ყურძნის ფასი გახდა 30 თეთრი და 40 თეთრს არასდროს არ აცილებია. ღვინის ბაზარი როდესაც გაიხსნა 2013-ში, რუსეთში ყურძენი გახდა 2 ლარი. კახეთში არსებული საწარმოების 70%-ზე მეტი თავისი პროდუქციის რეალიზებას რუსეთის ბაზარზე ახდენს. ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი ვენახი, ატამი და ხილი შენდება. წელს ატმის საბითუმო ფასი 2.50 ლარი იყო რუსეთის ბაზრიდან გამომდინარე. ყოველწლიურად იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე და თუ რუსეთის ბაზარი დაიკეტება, დავბრუნდებით იმ პერიოდში, რაშიც ვიყავით - გლეხმა რომ წალდი აიღო და ვაზის გაჩეხა დაუწყო.

რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. 2 დღეა რაც ომი დაიწყო უკრაინაში და ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ის კომპანიები, ვისაც გადატვირთები ჰქონდა უკრაინაში, უკვე 2 თვეა გაჩერებულები არიან. ჩამოსხმის ცეხები და საამქროები გაჩერდა, არ იციან ხვალინდელი დღე რა იქნება. ხალხი ვინც საამქროში მუშაობდა, ყველა გამოუშვეს სახლებში. 2-3 საწარმო უკვე გაჩერდა, ეს ვისაც უკრაინასთან ჰქონდა გადატვირთვები.

უკრაინასთან შედარებით რუსეთის ბაზარზე გადატვირთვები 5-10-ჯერ მეტია. ბაზრის დაკეტვით ადგილობრივებსაც პრობლემები შეექმნება საქართველოში. მაგალითად: ვიღაცას ნამყენი გამოჰყავს, შემდეგ ყიდის, ვიღაც ვაშლს აშენებს, უვლის, მოაქვს საწარმოში, აბარებს. მე ღვინოს ვაყენებ, ღვინოს ვყიდი და ის ვიღაც, ვინც ნამყენს აკეთებს, იმას უკვე აზრი ეკარგება თუ რუსეთის ბაზარი დაიკეტა. გლეხი ვაზს აღარ გააშენებს, თუ ვერ ვიყიდე ის ყურძენი, იმ გლეხმა რა უნდა გააკეთოს? ვერ ვიყიდი იმ შემთხვევაში თუ იმ ოდენობით ვერ გავყიდე. კახეთში ათასობით ჰექტარი შენდება, უმეტესობა რუსეთის ბაზრის ხარჯზე მოდის. კომპანიის გაყიდვების 70% შეადგენს რუსეთის ბაზარს. რუსეთის ბაზრის დაკეტვა ჩვენთვის იქნება ეკონომიკის ჩამონგრევა.

ალტერნატიული ბაზრები არის. 14 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს, თუმცა, რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი გადის რუსეთში. ყველაზე კარგი ბაზარი მსოფლიოში არის რუსული ბაზარი. მით უმეტეს ქართული ღვინისთვის საუკეთესოა რუსეთი და უკრაინა, მაგრამ რუსეთი უფრო დიდია, რა თქმა უნდა. ბაზრებს იტალიაში, საფრანგეთშიც მოიძიებ, მაგრამ რუსეთის ბაზართან შედარებით, ეს იქნებაზღვაში წვეთი“, - განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner