logo_geo
eng_logo
კრემლის მხარდამჭერი სტატუსის შემდეგ, თინა კანდელაკი თავს იმართლებს
- +

27 თებერვალი. 2022. 02:27

 

 

ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა კანდელაკმა “ინსტაგრამის” პირად გვერდზე მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც, ერთი მხრივ, კვლავ რუსული აგრესია გაამართლა, მეორე მხრივ კი, მისი გამონათქვამების გამო გაღიზიანებულ საზოგადოებას მოუბოდიშა. მედიამენეჯერმა, რომელიც პუტინის ხელისუფლებას ხოტბას ხშირად ასხამს, აღნიშნა, რომ ომის წინააღმდეგია, თუმცა, უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკას ამართლებს:

 

არც მე, არც ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, არავინ, მათ შორის, ვისაც მეგობარს ან ახლობელს ვუწოდებ, არც ჩემი თანამშრომლები არ მიიჩნევენ, რომ ადამიანთა გარდაცვალება ნორმალურია.

 

მე გავავრცელე ასეთი მიმართვა:

ვთვლი, რომ ეს ყველას ესმის: ნებისმიერ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში ინფორმაციულ ომს თავისი ადგილი აქვს.

 

ახლა მე თვალს ვადევნებ, თუ რამდენი წყევლა იღვრება სოციალური ქსელებიდან. მე არ ვგულისხმობ ჩემი მისამართით ნათქვამ სიტყვებს, თუმცა, თუკი თქვენ ჩემს წინა სტატუსს გადაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ეს იყო გაფრთხილება ყალბი, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების შესახებ და მითითება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც უკრაინელების ერთი ნაწილი რატომღაც უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრემეორე. წერტილი.

 

დიახ, ამ ომში მე არ ვაკეთებ არჩევანს რუსული ჯარის წინააღმდეგ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მსურს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება.

 

მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კიევში და მე ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ისურვებდა, უკრაინული მხარის შესახებ ყველა ინფორმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინა.

 

აგრესია, რაც გუშინ მე და ჩემს ოჯახს დაგვატყდა, გასაგები, თუმცა, უკიდეგანოა.

 

ვწუხვარ, თუკი ჩემი ნათქვამით ვინმეს ვაწყენინე და შეურაცხყოფა მივაყენე.

 

მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ თუკი ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ჯვარს აცვამთ, ამით მშვიდობისკენ ნაბიჯს გადადგამთ? არა, ასე არ ხდება. ეს მორიგი ბიძგია ომისკენ”, – აღნიშნა კანდელაკმა.

 

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ის ადამიანები გააკრიტიკა, ვინც უკრაინას რუსეთში სამხედრო ინტერვენციის გამო მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ხშირად დეზინფორმაციას აწვდიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner