პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტები არ დაფრინავს უკრაინაში, მაგრამ არა ბელარუსში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს.
ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია - რომლის ტერიტორიიდან რაკეტები არ დაფრინავს უკრაინაში“, - აცხადებს ზელენსკი.