logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში ახადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო დაათვალიერა
- +

6 აგვისტო. 2016. 18:14



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში ახადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო "თეთრი სახლი" დაათვალიერა. სასტუმროს მეპატრონის, მერაბ ჩხოლარიას განმარტებით, საოჯახო ტიპის სასტუმროს  მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fest-მა ჩაუსახა, რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.


2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner