ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების არცერთ მებრძოლს არ დაუყრია იარაღი და რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 302-ე საზენიტო პოლკის დაკავებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „UNIAN“ წერს.
ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და რუსეთი ამ ყველაფრით, უკრაინელი სამხედროების მიმართ არსებული რწმენის შერყევას ცდილობს.
„ყველა უკრაინელი სამხედრო იმყოფება საბრძოლო პოზიციებზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს მშობლიურ ხარკოვის რეგიონს და ვანადგურებთ მტერს. რუსეთი აქტიურად ავრცელებს ტყუილს, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე საზენიტო პოლკია დაკავებული. ეს არის ყალბი! რუსეთი ცდილობს შეარყიოს რწმენა ჩვენი ძალების მიმართ, მაგრამ არაფერი გამოუვა!“ - აღნიშნა სინეგუბოვმა.