logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და ხალხი იღუპება, თბილისში ცეკვავენ და მღერიან და ამას ასაღებენ უკრაინის მხარდაჭერად
- +

27 თებერვალი. 2022. 13:12

 

 

„მაინტერესებს, ამ ტაშფანდურით რა სარგებელი და შვება  უკრაინას და უკრაინელებს? მორალური და სულიერი? ალბათ ტაშფანდურის ორგანიზატორები და მონაწილეები ასე თვლიან და ეს არის მათი სახის სრული ლუსტრაცია. ძალიან საშიში ხალხია!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

 

მისი თქმით, ისტორია მეორდება, 2022 წელს თბილისის ცენტრში ვიხილეთ იგივე წარმოდგენა რაც 2008-ში, თანაც  „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ცნობილი პირების მიერ დაფინანსებული. 

 

„გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულმა კონცერტ-ტაშფანდურმა ბუნებრივად გამახსენა 2008 წლის კონცერტ-ტაშფანდური რუსთაველზე, იმ დროს როდესაც ცხინვალში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების გვამები უპატრონოდ დატოვა „ომში გამარჯვებულმა“ ხელისუფლებამ და მტერი დედაქალაქს იყო მომდგარი. ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა მაშინდელი ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ფილოსოფიაც და ცხოვრების ლოგიკაც და მათი მიუღებლობა კიდევ უფრო გამძაფრდა, ისევე როგორც ბევრ ჩვენს მოქალაქეში. ამბობენ, ისტორია მეორდება ერთხელ ტრაგიკომედიის და მეორეჯერ ფარსის სახით და 2022 წელს თბილისის ცენტრში ვიხილეთ იგივე წარმოდგენა რაც 2008-ში, თანაც დაფინანსებული „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ცნობილი პირების მიერ.  იმ დროს როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და ხალხი დასტობით იღუპება, აქ თბილისში ერთობიან, ცეკვავენ და მღერიან და ამას ასაღებენ უკრაინის და უკრაინელების მხარდაჭერად. მაინტერესებს, ამ ტაშფანდურით რა სარგებელი და შვება  უკრაინას და უკრაინელებს? მორალური და სულიერი? ალბათ ტაშფანდურის ორგანიზატორები და მონაწილეები ასე თვლიან და ეს არის მათი სახის სრული ლუსტრაცია. ძალიან საშიში ხალხია!“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner