დონეცკის ოლქის, მარიუპოლის მიდამოებში, რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, 10 ბერძენი დაიღუპა, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა Twitter-ზე დაწერა.
„რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დღეს მარიუპოლის მახლობლად 10 უდანაშაულო ბერძენი, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სასწრაფოდ შეწყვიტეთ დაბომბვა!“ - წერს ის.