logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასი: არავითარი მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან, სანამ ის არ გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან
- +

27 თებერვალი. 2022. 14:11

 

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის თაობაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, სანამ მოსკოვს მეზობელ ქვეყანაში ჯარები ჰყავს.

 

ამის შესახებ იუწყება Reuters იუწყება.

 

ტრასმა თქვა, რომ მან უკვე შეადგინა სანქციებსქვეშ მოხვედრილი რუსი ოლიგარქების სია და ყოველ რამდენიმე კვირაში მთავრობის სამიზნეში მათი კერძო თვითმფრინავები, ქონება და სხვა აქტივებს მოხვდებიან.

 

„თუ რუსები სერიოზულად უყურებენ მოლაპარაკებების იდეას, მათ უნდა გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. მათ არ შეუძლიათ მოლაპარაკება უკრაინელების თავში მიბჯენილი იარაღით... ასე რომ, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ ვენდობი ამ ე.წ. მოლაპარაკების მცდელობებს“, - თქვა მან.

 

„მე შევადგინე იმ ოლიგარქების სია, რომლებიც მოხვდებიან სანქციების... ჩვენ ვმუშაობთ და ყოველ რამდენიმე კვირაში დავამატებთ ახალ ოლიგარქებს. იქნება სანქციების პროგრამა... მათ დასამალი არსად ექნებათ“, - დაემატა ტრასმა.

 

მაგრამ მან აღნიშნა, რომ დრო დასჭირდება არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის, არამედ მისი „სამხედრო მანქანის“ დეგრადაციასაც.

 

„ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, რადგან ვიცით, რომ რუსეთს ჰყავს ძლიერი ძალები და ასევე ვიცით, რომ უკრაინელები მამაცები არიან და მზად არიან დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - თქვა ტრასმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner