Gem Fest-ში, რომელიც ანაკლიაში გაიმართება, აფხაზი დიჯეი ჯულია გოვორიც მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ დღეს ანაკლიაში გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
ჯულია გოვორი დაიბადა და გაიზარდა ოჩამჩირეში, ამჟამად კი, ამერიკაში ცხოვრობს.