logo_geo
eng_logo
რუსეთის კულტურის მოღვაწეების ღია წერილი – „ჩვენ არ გვინდა ომი!“
- +

27 თებერვალი. 2022. 15:20

 

 

ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი, ვალერი ფოკინი, მიხაილ ბიჩკოვი, ევგენი მირონოვი, ვლადიმირ სპივაკოვი, ეს რუსეთის კულტურის იმ დამსახურებული მოღვაწეების არასრული ჩამონათვალია, ვინც რუსეთ-უკრაინის ომი გააპროტესტა. ხელოვანებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

 

„ჩვენ ახლა გამოვდივართ არა მხოლოდ როგორც კულტურის მოღვაწეები, არამედ როგორც რიგითი ხალხი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მოქალაქეები. ჩვენ შორის არიან დიდ სამამულო ომში მებრძოლთა შვილები და შვილიშვილები, ამ ომის მოწმეები და მონაწილეები.

 

თითოეულ ჩვენგანში „ცხოვრობს“ ომის გენეტიკური მეხსიერება. ჩვენ არ გვინდა ახალი ომი, არ გვინდა ხალხის სიკვდილი.

 

გასულმა მე-20 საუკუნემ კაცობრიობას ძალიან დიდი მწუხარება და ტანჯვა მოუტანა. გვინდა გვჯეროდეს, რომ 21-ე საუკუნე იქნება იმედის, გახსნილობის, დიალოგის საუკუნე, ადამიანთა შორის საუბრის საუკუნე, სიყვარულის, თანაგრძნობისა და გულმოწყალების საუკუნე.

 

მოვუწოდებთ ყველას, ვისზეც ეს დამოკიდებულია, მოვუწოდებთ კონფლიქტის ყველა მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ მთავარი ღირებულება – ადამიანის სიცოცხლე“, – ნათქვამია ღია წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner