logo_geo
eng_logo
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა
- +

27 თებერვალი. 2022. 15:24

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

 

„უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში.

 

ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსეთმა აიღოს პასუხისმგებლობა გენოციდის კონცეფციის დამახინჯებისთვის აგრესიის გასამართლებლად. ჩვენ ვთხოვთ სასამართლოს დაუყოვნებლივ დაავალოს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დანიშნოს მოსმენა მომავალ კვირას“, - აცხადებს ზელენსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner