კიევში სახიფათო კადიროვის დივერსანტთა ჯგუფი გაანეიტრალეს. ამის შესახებ „ტელეგრამში“ ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, კადიროველები ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ. ინფორმაციას „UNIAN“ ავრცელებს.
„კიევში ჩეჩენ დივერსანტთა ჯგუფი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა გაანეიტრალეს. უკრაინელებმა ნაწილი დახოცეს, ნაწილი - დაატყვევეს“, - განაცხადა გერაშჩენკომ.