logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე: ერთ ბობოლა ნაცს უთქვამს, ომი გვაწყობს საქართველოშიო...
- +

27 თებერვალი. 2022. 15:55

 

 

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ერთ ბობოლა ნაცს უთქვამს, ომი გვაწყობს საქართველოში, რადგან საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს, იმ პატიმრებს ანთავისუფლებენ, ვინც ომში ბრძოლის სურვილს გამოთქვამსო! ჰოდა, ომი თუ ატყდა, ციხიდან მიშა გამოვა და გავაპარებთო. ამასთან, საერთაშორისო წნეხის გამო ოკუპანტები საქართველოს მაინც ვერაფერს დამართებენ, რუსები უკან დაიხევენ და არაფერი გვემუქრებაო.

 

ასე ადებილებენ ხალხს ეს ჟღვინტიანები. თან ვიღაც შპინგალეტი ნაცი არ გეგონოთ, მაგათი პოლიტბუნაგის წევრია“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner