კიევი ქალაქის დაცვას განაგრძობს. რუსეთის ჯარები დედაქალაქში არ არიან. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავები და ტერიტორიული თავდაცვის ძლები განაგრძობენ დივერსანტების გამოვლენასა და განიარაღებას“, - განაცხადა კლიჩკომ.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.
გასვლა შეიძლება მხოლოდ საჰაერო განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თუკი თავშესაფრისკენ წავლენ.
„რუსეთი განაგრძობს კიევის საცხოვრებელი კვარტალების დაცხრილვას. რუსეთი კლავს უკრაინელებს მთელ უკრაინაში!“ - აცხადებს კლიჩკო.