logo_geo
eng_logo
„უკრაინსკაია პრავდა“ - უკრაინა ბელარუსის საზღვარზე მოლაპარაკებებს დათანხმდა
- +

27 თებერვალი. 2022. 17:20

 

 

რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ უკრაინა დათანხმდა მოლაპარაკებებს ბელარუსის საზღვარზე, - ამის შესახებ ინფორმაცია „უკრაინსკაია პრავდას“ ზელენსკის ოფიციალურმა წყაროებმა დაუდასტურეს.

 

აღნიშნული ინფორმაცია „უკრაინსკაია პრავდამ“ უკრაინის წყაროსთან გადაამოწმა, სადაც გამოცემას დაუდასტურეს, რომ შეხვედრა ბელარუსის საზღვარზე გაიმართება.

 

„ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვეყოლება ძალიან სწორი დელეგაცია“, - აცხადებს წყარო.

 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა მოლაპარაკებების გამართვას გომელის რეგიონში.

 

ახლა რუსეთის დელეგაცია ადგილზე მიდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner