logo_geo
eng_logo
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება
- +

27 თებერვალი. 2022. 17:39

 

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ტოკიო უერთდება შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და კანადას გადაწყვეტილებას რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის სისტემაზე წვდომის ბლოკირების შესახებ. იაპონური მედიის ინფორმაციით, კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია სანქციებს დაუწესებს რუს მაღალჩინოსნებს, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

 

გარდა ამისა, იაპონია უკრაინისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს საგანგებო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსიმასა ხაიასი დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ამ თემაზე მოლაპარაკებას გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner