logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინული დელეგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო
- +

27 თებერვალი. 2022. 18:26

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის არაღიარებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს. ზელენსკის თქმით ლუკაშენკომ უკრაინული დელეგაციის უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ზელენსკი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„უკრაინული დელეგაცია რუსულ მხარეს მდინარე პრიპიატის მიდამოებში, უკრაინულ-ბელარუსულ კორდონთან შეხვდება.

 

იმ პირთა უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლობა, რომლებიც 1 საათის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე იქნებიან, საკუთარ თავზე თავად ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო. იმისთვის, რომ უკრაინული დელეგაცია ამ ტერიტორიაზე ჩავიდეს და მოლაპარაკებები გაიმართოს, ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო რაკეტები, საჰაერო სივრცეს დატოვებს და მიწაზე დაეშვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner