„უკრაინაში ომის დაწყებიდან საკუთარი სახლების დატოვება ქვეყნის 368 ათას მცხოვრებს მოუწია“, - ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს კომისარმა, ფილიპო გრანდიმ Twitter-ზე დაწერა.
მან განმარტა, რომ უკრაინელები ძირითადად პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.