logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: შენ ვინ დაგიშალა, 2008-ში, ჩაგეცვა სამხედრო ფორმა, როგორც მაგ ქალებმა ჩაიცვეს, და წასულიყავი მოხალისედ!
- +

27 თებერვალი. 2022. 19:30

 

 

იცი, ახლა როგორ ვნანობ, ფოტოები რომ არ გადავუღე ჩემს გოგოებს ომში!

დიახ, გოგოებს.

 

გამურულებს, სისხლიანებს, დაღლილებს, დაქანცულებს, თმაგაწეწილებს, ფრჩხილებდამტვრეულებს და პირდაუბანლებს;

სკამზე ჩაძინებულებს და საოპერაციოში, კარავში საათობით ფეხზე მდგომებს;

მიწაზე გაშლილ პარალონებზე ჩამწკრივებულებს...

----

არავის არ ვამადლი მათ შრომას, ერთი დედა მყავს, ამის სიცოცხლეს გეფიცებით, მაგრამ უკვე ძალიან ცუდად მეჩხირება თვალში ზოგიერთი პოსტი.

 

დაატარებენ დილიდან ამ ვიდზე ხოშიანი, ლამაზი უკრაინელი ქალების ფოტოებს წარწერით: „ეს უკრაინის მერის მეუღლეა“, „ეს მის უკრაინაა“, „შეხედეთ უკრაინელი კინოვარსკვლავი“...

 

კი ბატონო, არავინ უკარგავს მათ ამ ღვაწლს საკუთარი ქვეყნის წინაშე, მაგრამ ძაან იცით ახლა, ეგ ფოტოები სად და როდისაა გადაღებული!

 

ქალები მშვენიერი დაწყობილი მაკიაჟებით, აშკარად რომ პოზირებენ ფოტოსთვის, გაბადრული სახეებით...

 

ჰოდა, მე არ ვიცი, რომელი ვარსკვლავი ქალი სად იბრძვის ამწუთას!

ღმერთმა გაუმარჯოთ!

 

მაგრამ!

 

შე კაი ქალო, მე რომ მიფრიალებ ამ ფოტოებს და „ვაიმეე რა მაგარი ხალხი ყოფილაა“, რომ წერ - თავად შენ ვინ დაგიშალა, 2008-ში, ჩაგეცვა სამხედრო ფორმა, როგორც მაგ ქალებმა ჩაიცვეს, და წასულიყავი მოხალისედ!

 

მერე იქნებ უკრაინელებსაც ეტარებინათ კედელ-კედელ თქვენი ფოტოები და ეწერათ: „აი, რა მაგარი ქალები ჰყავთ ქართველებს“!

-----

იმისი არ იყოს, ახეჯაკოვას ნიუსს რომ დაატარებთ დილიდან!

ამ საინფორმაციოებმაც რა ძალიან ადვილად შეძლეს ადამიანების წამოკიდება...

 

დალოცვილო, ჯერ შენი დააფასე და ერთი სიტყვით მაინც მიაწერე იმ უკრაინელი მოდელების ფოტოებს, რომ სულ პატარა ქართველი გოგოები, შენ სანამ გეძინა, ბომბების ქვეშ იყვნენ და ერთხელ არ დაუწუწუნიათ!

 

რა ყველაფერი სხვისი გიკვირთ და მოგწონთ...

----

მშვიდობა დედამიწას

სიკეთე უკრაინას

და

დიდება ქართველ გმირებს!!!

კაცებსაც და ქალებსაც.

აი ასე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner