logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პროვოკაციები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. იმედია, საზოგადოებას ესმის , რაც ხდება მსოფლიოში
- +

27 თებერვალი. 2022. 20:16

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ბევრი მირეკავს კითხვით: რას ნიშნავს ეს განცხადება? ნიშნავს სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანას, ანუ მზადყოფნაში გამოსაყენებლად.

 

სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების შემდეგ, რუსეთი უდვებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე ექმნება.

 

ასეთ საფრთხედ შეიძლება ეკონომიკური სანქციებიც აღიქვას.

 

სანქციებთან ერთად აგრესიული განცხადებებიც ახსენა ერთ-ერთ საბაბად. ამას დოქტრინა არ ითვალისწინებს, თუმცა...

 

ასევე, ამას წინათ გააკეთა განცხადება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას. დახმარებად შეიძლება აღიქვას როგორც სანქციები, ასევე იარაღის მიწოდება.

არის თუ არა წამსვლელი, მე არ ვიცი. ამას სხვა ტიპის შეფასება სჭირდება, თუმცა მაქვს მოსაზრება.

 

რაც შეეხება აქაურ ე.წ. ოპოზიციას, კიდევ ერთხელ - შეწყვიტეთ პროვოკაციები, ქვეყნის რყევეები, როგორც ეს მოხდა 2008-ში - დაუდექით გვერდით ხელისუფლებას. თქვენი ვიწროპოლიტიკური ინტერესები დღეს არავის გვაინტერესებს.

 

პროვოკაციები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. იმედია, საზოგადოებას ესმის, რაც ხდება მსოფლიოში“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner