logo_geo
eng_logo
უკრაინის ეროვნული პოლიცია: რუსმა ოკუპანტებმა 2 დანიელი ჟურნალისტი დაჭრეს
- +

27 თებერვალი. 2022. 20:58

 

 

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 2 დანიელი ჟურნალისტი დაჭრეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა ჟურნალისტებს ცეცხლი სუმის რეგიონის, დასახლება ოხტირკაში გაუხსნეს. დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში დანიის საელჩო.

 

„რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი 2 დანიელი ჟურნალისტი პოლტავის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული“, - აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner