„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკური პარტია" საქართველოს დაუძინებელი მტერია. ამის შესახებ მჟავანაძე სოცილურ ქსელში წერს:
„მგონი დადგა დრო მივიდეთ „რესპების" ოფისთან და ვუთხრათ რასაც ვფიქრობთ საქართველოს მოღალატეებზე, სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის სულიერ შთამომავლებს.
პირადად ჩემთვის რესპები არიან ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები."- აღნიშნავს მჟავანაძე.