„Black Sea Arena"-ს სცენაზე მევიოლინე ვანესა მეის კონცერტი იწყება. შავი ზღვის რეგიონში ყველაზე დიდი დარბაზი კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს უკვე ელის.
დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო".