logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ახლა ისეთ ავანტიურაზე წავიდა, რომელიც კაცმა არ იცის, თავად რუსეთისთვის რით დასრულდება
- +

27 თებერვალი. 2022. 21:29

 

 

ახლა ისეთ ავანტიურაზე წავიდა, რომელიც კაცმა არ იცის, რით დასრულდება თავად რუსეთისთვის, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ ირაკლი ბათიაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე განუცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში პრეზიდენტიდან დაწყებული, რუსეთის პოლიტიკური ელიტის სრული მარგინალიზაცია ხდება.

 

ცივი გონების ადამიანია. ეს ბევრ რამეში ჩანდა, მაგრამ ხომ ხედავთ, ახლა ისეთ ავანტიურაზე წავიდა, რომელიც კაცმა არ იცის, რით დასრულდება თავად რუსეთისთვის. გასაგებია, რომ ევროპა საფრთხის წინაშე დადგა, ევროპული წესრიგი, უსაფრთხოება. პირველ რიგში, ამ ომის შედეგად მთავარი საფრთხის წინაშე თავად რუსეთის იმპერია დადგება.

 

პრაქტიკულად, უზარმაზარი მანქანა - მსოფლიო საზოგადოება მომართა, პრეზიდენტიდან დაწყებული, რუსეთის პოლიტიკური ელიტისა სრული მარგინალიზაცია ხდება, როგორც კიმ ჩენ ირია და ასე შემდგომ, ასეთ დონეზე ხდება პრაქტიკულად მისი მარგინალიზაცია.

 

ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკას ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს. რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერი ეკონომიკაზე დგას, მათ შორის სამხედრო პოტენციალიც, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner