„ევროკავშირი უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის“, - ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა ორგანიზაციის ისტორიაში. როგორც ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ეს „წყალგამყოფი მომენტია“.
ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთსა და ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.