ლალი მოროშკინა (სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში):
„უკრაინა - რუსეთი, ეს არის ძმათამკვლელი ომი, რადგან ორივე ერთი გენეტიკის მატარებელია.
პრემიერმა ბეწვის ხიდზე გაატარა საქართველო. დღეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ ბომბდამშენები არ დაფრინავს ჩვენს თავს და მეტროში არ გვიწევს ძილი, რადგან რეალურად ე.წ. "ბომბოუბეჟიშჩებიც" აღარ არსებობს.
ვაღიაროთ, რომ მესამე მსოფლიო ომია დაწყებული და მხოლოდ ბრძნული მიდგომით არ მოვყვებით საზარელ ნგრევასა და სიკვდილიანობაში.
დასავლეთის პოზიცია, რომ მოლდოვა და საქართველო შემდეგია, ასევე ყურადსაღებია, თითქოს არსებულ გეგმას მიყვებიან მსოფლიო ლიდერები, ხალხი კი მორჩილად "იყრება" ხორცსაკეპ მანქანაში.
სახეზეა ახალი მსოფლიო გადანაწილება.
ჩვენი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობა კი ამ დაძაბულ ფონზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
ჭკვიანია ის კაპიტანი, რომელიც ხედავს აისბერგს და ახერხებს ხომალდი ააცილოს!“.