logo_geo
eng_logo
რუსეთმა უკრაინასთან ომში დანაკარგი პირველად აღიარა
- +

27 თებერვალი. 2022. 22:02

 

 

„უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს რუსეთმა თავის სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობა პირველად აღიარა“, - ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

 

უწყებაში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას არ აზუსტებენ, თუმცა დანაკარგს ადასტურებენ.

 

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სამხედროებს შორის არიან მოკლულები და დაჭრილები. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი გაცილებით მცირეა, ვიდრე განადგურებული ნაციონალისტების რაოდენობა“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 4 300 რუსი ჯარისკაცის მოკლეს.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner