logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობს უკრაინის ტრაგედიით იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი გაკოტრებული პარტიის გეგმები
- +

27 თებერვალი. 2022. 22:03

 

 

„დღეს რას ვხედავთ, ეს მეხუთე კოლონა, „ნაციონალური მოძრაობა“ რომელსაც მე ოპოზიციას ვერანაირად ვერ ვუწოდებ სარგებლობს უკრაინელების ტრაგედიით, იქ დაღვრილი სიახლით იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი გაკოტრებული პარტიის გეგმები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„შევადაროთ ერთმანეთს 2008 წელი და 2022 წელი ჩვენი იმ დროინდელი ოპოზიცის, რომელსაც 2007 წლის ნოემბერში რეჟიმმა გადაუარა, რომელსაც გაუყალბა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც გაუყალბა საპარლამენტო არჩევნები, დადგა იმ ტრაგედიისა და საშინელი დღეების წინაშე, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტო. ვინმემ იმ ოპოზიციაში ისარგებლა ამ უმძიმესი დღეებით? ვინმემ გაუხსენა მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს ის წყენა? რაიმე ანტისახელისუფლებო პრეტენზიები გამოთქვეს? იყო მოწოდებები მთავრობისა და სააკაშვილის გადადგომაზე? ერთ ჯაჭვად იყო შეკრულ პოზიციაცა და ოპოზიციაც იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცოდით ზუსტად რასთან გვქონდა საქმე და ამიტომ საქართველოს ვიცავდით აბსოლუტურად პოლიტიკური შეხედულებებისა და სიმპატიების გარეშე“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner