„ჩვენ და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ვართ ხელიხელჩაკიდებულები და ყველაფერს გავაკეთებთ ეს ორი სახელმწიფო, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სწრაფვა დასავლეთისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ბოლომდე მივიყვანოთ“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედის კვირაში“ გააცხადა.
ის უკრაინელი დეპუტატის, ალექსანდრ გონჩარენკოს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ქართველებს ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში შესვლისკენ მოუწოდა.
„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმისთვის რომ კიდევ ერთი ცხელი წერტილი არ გავაჩინოთ მსოფლიო რუკაზე. არა მხოლოდ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ, არამედ იქიდანაც, რომ სწორედ ჩვენ დასავლელი პარტნიორებისა და უკრაინის ამოცანა არის დღეს, რომ მთელი კონცენტრაცია იყოს უკრაინაზე და კიდევ დამატებითი ცხელი წერტილი ასე ახლოს რუსეთის საზღვრებთან არ გააჩინოს რუსეთმა, იმისთვის რომ უკვე საქართველოც შემოიყვანოს პროცესში“, - განაცხადა ბოჟაძემ.