logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების გვერდით ამ მეტად კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში
- +

27 თებერვალი. 2022. 23:04

 

 

„საქართველო არის თანმიმდევრული თავის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების გვერდით ამ მეტად კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში, რადგან ძალიან კარგად გვესმის თავისუფლების ფასი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს აგრესია, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ჩვენ პირველებმა გამოვცადეთ ეს საკუთარ თავზე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრამა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირა“-ში განაცხადა.

 

„ჩვენი მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ არის ის, რომ ერთიანობით დავადასტუროთ - 21-ე საუკუნეში იყოს საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner