„უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვსურს მისი ევროკავშირში ნახვა“, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა euronews-ს განუცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ინტერვიუ მას შემდეგ მისცა, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. ამასთან, ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ უკრაინასთან პროცესი გვაქვს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ერთიან ბაზარში ინტეგრაცია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ერთად მჭიდროდ შეგვიძლია მუშაობა და მართლად, დროთა განმავლობაში, მათი ადგილი ჩვენთანაა. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და მათი გაწევრიანება გვსურს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.