საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ესაუბრა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა გერმანიის პრეზიდენტთან შტაიენმაიერთან.
ხაზი გავუსვი სრულიად ევროკავშირის ერთობისა და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.