„მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შორის ცალკე ადგილი უკავია საჰაერო სივრცის ჩაკეტვას რუსული ავიაციისათვის. ამ ნაბიჯს ეტაპობრივად მიმართავენ ძირითადად ნატოს წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ბოლო ამ სანქციას შეუერთდა ხორვატია. ამის ფონზე, ჩვენი მეხუთე კოლონის პრეტენზიები საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი პირდაპირ განპირობებულია იმ დაუოკებელი სურვილით, რამენაირად ჩაითრიონ საქართველო ფატალურ „შარში“ რუსეთთან“, - განაცხადა ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში. როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ამ ფონზე, ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან დაძაბულობისკენ უბიძგებს.
„იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს განიხილავს, მათ შორის, რეგიონული, კოლექტიური უსაფრთხოების ჭრილში, როდესაც ჩვენი უშუალო მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი საკუთარ სასანქციო პოლიტიკას აწარმოებენ, პირველ რიგში, თავისი ქვეყნების ინტერესებიდან და რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენი მეხუთე კოლონა გვიბიძგებს, რუსეთისთვის ლამის ომის გამოცხადებისაკენ და რა უნდა ქნას საქართველომ, თუკი რუსეთის ავიაციამ ჩაკეტვის მიუხედავად, მაინც დაარღვია ჩვენს მიერ დაწესებული შეზღუდვა და გადაკვეთა ჩვენი საჰაერო სივრცე არ უნდა ჩამოვაგდოთ მათი თვითმფრინავი? თუ ჩამოვაგდოთ და აქედან ახალი ფრონტის ხაზი გავხსნათ? ასეთი იდიოტი და ამავდროულად უვარგისი მტერი, ჩვენი მეხუთე კოლონის სახით, საქართველოს არ ჰყავდა მისი სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში“, - განაცხადა ქართველიშვილმა.