logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი უკრაინაზე: დღეს ხდება სწორედ გაერთიანება ამ ძალიან დიდი ერის, ეს არის სწორედ ის, რაც შეაჩერებს რუსეთის აგრესიას
- +

27 თებერვალი. 2022. 23:46

 

 

„დღეს ხდება სწორედ გაერთიანება ამ ძალიან დიდი ერისა და ევროპის დიდი სახელმწიფოსი. ეს არის სწორედ ის, რაც შეაჩერებს რუსეთის აგრესიას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„შესაძლოა რუსეთის ხელისუფლება არ ელოდა, რომ მსოფლიო მის წინააღმდეგ ასეთი ერთიანი და ძლიერი იქნებოდა, მაგრამ გარკვეული გათვლები მას ჰქონდა და არა მგონია მან ამ ეტაპზე სანქციების გამო საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს. თუმცა, რადგანაც დღეს ღამით მოლაპარაკებები დაიწყება, ვიქონიოთ იმედი, რომ რაღაც გარღვევა მოხდება. მცირე იმედი გაჩნდება.

 

სხვათა შორის, დღეს გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ეს ომი კატასტროფაა გერმანიისთვის, მაგრამ იგი კატასტროფად შემოუბრუნდება რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. უბრალოდ, ყველა ხედავს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და ომის გაჩერება ახლა საშური საქმეა. ინგრევა ქალაქები, კვდებიან ადამიანები და წლობით ნაშენები ქვეყანა თვალსა და ხელშუა ნადგურდება“, - განაცხადა სუბარმა.

 

მისი თქმით, რუსეთს ახლა შეაჩერებს უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობა, შეაჩერებს ის, რომ რასაც ელოდნენ, რომ მოსახლეობის ნაწილი ტაშით, ყვავილებით შეხვდებოდა მათ, ეს არ მოხდა.

 

სუბარმა აღნიშნა, მართლაც თვალსა და ხელშუა იქმნება უკრაინელი ერი.

 

„2014 წლიდან დაიწყო ფორმირება, როგორც ერთიანმა ერმა, რადგან სულ სხვა ეროვნული მენტალიტეტი იყო დასავლეთ უკრაინაში, სხვა სამხრეთში, აღმოსავლეთში, განსხვავებული იყო ცენტრალურშიც და დღეს ხდება სწორედ გაერთიანება ამ ძალიან დიდი ერისა და ევროპის დიდი სახელმწიფოსი. ეს არის სწორედ ის, რაც დღეს შეაჩერებს რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner