logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით, როგორც ვდგავართ, მაგრამ ამავდროულად ავაცილოთ კატასტროფა ჩვენს ქვეყანას
- +

28 თებერვალი. 2022. 00:13

 

 

„შეიძლება ზუსტად ერთ კვირაში საერთოდ სხვა სამყარო იყოს და ეს დღეები უნდა გადავიაროთ ისე, რომ ვიდგეთ ძალიან მტკიცედ, როგორც ვდგავართ, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით, მაგრამ ამავდროულად ავაცილოთ კატასტროფა ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ყველა ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის კატასტროფა ააცილოს თავის სამშობლოს, ქვეყანას. ეს არის მისი პირველი ამოცანა. ამას შეიძლება მეტი გაბედულობა სჭირდებოდეს, ვიდრე ხმამაღალი სიტყვების თქმას, მაგრამ სწორედ ეს არს მისი ამოცანა. დღეს, სულ რამდენიმე საათის დავინახეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა და პრაქტიკულად ბირთვული მზადყოფნა გამოაცხადა. ეს სამყარო დგას ეგზისტენციონალური საფრთხის წინაშე - იარსებებს თუ არა კაცობრიობა ან იარსებებს თუ არა იმ ფორმით, რომლითაც დღეს არსებობს. იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ნიშნებს იძლევა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. ამიტომ, როდესაც ასეთი ეგზისტენციონალური საფრთხე უდგას სამყაროს, ასეთ დროს, სწორედ ის უნდა გააკეთოს ქვეყნის მეთაურმა, რომ კატასტროფა რამენაირად აიცილოთ თავიდან“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner