უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ამ რთულ დროს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გეხმარება. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.