საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესს ესაუბრა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„არსებითი საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე და უკრიანისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე“, - წერს პრეზიდენტი.