„ემოციებზე დაყრდნობილი მოსაზრება, შეიძლება, რიგითმა მოქალაქემ გამოხატოს, მაგრამ პრემიერი, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელია, უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებდეს“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა სოფრომაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსეთისთვის სანქციებს ეხებოდა, მისთვის აბსოლუტურად მისაღებია.
„ის განცხადება, რაც პრემიერ მინისტრმა გააკეთა, აბსოლუტურად მისაღებია. წარსულს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ ის დრო, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას წაგებულ ომს აზეიმებდა. დღეს აბსოლუტურად ზედმეტია პოპულიზმი, ყალბი პათეტიკა და ასე შემდეგ. დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა პრაგმატული აზროვნება. პრაგმატულ ანალიზზე დამყარებული გადაწყვეტილებები. მე ამას ვხედავ და ამიტომ, ჩემი სრული მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებებში ხელისუფლებას“, - განაცხადა სოფრომაძემ.
ასევე, მან გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველა ხერხის გამოყენება ამორალურია.