logo_geo
eng_logo
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს და უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსურ მხარდაჭერას ზრდის
- +

28 თებერვალი. 2022. 10:11

 

 

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს და უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსურ მხარდაჭერას ზრდის. პირველად ორგანიზაციის ისტორიაში, ევროკავშირი უკრაინას 450 მილონი ევროს ლეტალურ იარაღსა და 50 მილიონი ევროს არალეტალურ იარაღს გადასცემს. ჟოზეფ ბორელმა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეიდან, „სპუტნიკისა“ და „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა ევროკავშირის მასშტაბით წყდება.

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ბანკების ნაწილის სვიფტის სისტემიდან გათიშვაზე შეთანხმდნენ. ასევე, რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები დაწესდება, ევროკავშირის ცა დაიკეტება რუსული ავიაკომპანიებისთვის და გაიზრდება შავი სია, რომელშიც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები მოხვდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner